“ნაციონალური მოძრაობა” კიდევ ერთმა წევრმა დატოვა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” შაქრო კობაიძემ დატოვა. მისი თქმით, ის საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირად დაცვაში წლების განმავლობაში მუშაობდა, ბოლოს კი პარტიის რიგებში ირიცხებოდა.

ამ უკანასკნელმა პარტიის მანდატი კამერების წინ დაჭრა.

კობაიძის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლებაში დესტაბილიზაციის გზით მოსვლის გეგმებზე ხშორად საუბრობს.

“კონკრეტული სახელების და გვარების დასახელებისგან თავს შევიკავებ, თუმცა თათბირებზე განიხილებოდა ის, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლებაში დესტაბილიზაციის გზით უნდა მოსულიყო. იგეგმებოდა გადატრიალება. ანუ იგეგმება სახელმწიფო ობიექტების გადაკეტვა. თათბირებზე შემომთავაზეს, რომ ჩავრთულიყავი ამ პროცესებში და კონკრეტულად გამეწია მობილიზაცია ხალხის, რომ არეულობა მოგვეწყო 8 ოქტომბერს წაგების შემთხვევაში.
ნამდვილად არ მინდა საქართველოში არეულობა. მყავს შვილი და არ მინდა ისევ ძველებურ ქაოსში და არეულობაში გაიზარდოს. ამიტომ განვაცხადე უარი და მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო პარტია”, – განაცხადა შაქრო კობაიძემ.

banner
წინა სტატიაშიბუნდესტაგმა სირიის გამო რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღება დაადასტურა
შემდეგი სტატია“შსს-ს ყველა თანამშრომელი გადასულია მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე”