ბულგარეთმა ბუნებრივი აირის აზერბაიჯანიდან მიღება დაიწყო და ივლისიდან აზერბაიჯანული ბუნებრივი აირი სრულად ჩაანაცვლებს რუსულს – მედია

ბულგარეთმა ბუნებრივი აირის მიღება აზერბაიჯანიდან დაიწყო. ინფორმაციას ბულგარული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, ბუნებრივ აირს ბულგარეთი მიიღებს ტრანსადრიატიკული გაზსადენის საშუალებით, რომელიც საბერძნეთის ტერიტორიაზე გადის.

გაზის მიწოდება ივნისის ბოლომდე სატესტო რეჟიმში განხორციელდება, ხოლო ივლისის დასაწყისიდან აზერბაიჯანული ბუნებრივი აირი სრულად ჩაანაცვლებს რუსულს.

ბუნებრივი აირის მიღების საწყისი მოცულობა წლიურად 3 მილიარდი კუბური მეტრი იქნება, 5 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდის პოტენციალით.

ბულგარეთი ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც უარი განაცხადა რუსეთის ბუნებრივი აირის საფასურის რუსულ რუბლებში გადახდაზე, რის გამოც რუსულმა სახელმწიფო კომპანია „გაზპრომმა“ ბულგრეთს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყვიტა.

banner
წინა სტატიაშითუ შეწყდება გადასხმები, ჩამოეშლება ყველაფერი, დიაგნოზს ძალიან ველოდები – გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილს ხვდება
შემდეგი სტატიასამების საკათედრო ტაძარში 65-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართა