სამების საკათედრო ტაძარში 65-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართა

სამების საკათედრო ტაძარში რიგით 65-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ნათლული დღეს კიდევ 1 600 ბავშვი გახდა.

ნათლისღების ცერემონია სამების საკათედრო ტაძრის ეზოში მდებარე აიზმაში შესრულდა. ეს არის წელს რიგით პირველი საყოველთაო ნათლობა. პანდემიიდან გამომდინარე, საყოველთაო ნათლობის ცერემონია თვეებია, არ ჩატარებულა.

20:00 საათისთვის სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მივა და ნათლულებს დალოცავს.

დღემდე პატრიარქს 42 984 ნათლული ჰყავდა. დღეს მათ რიცხვს 1 600 დაემატა.

banner
წინა სტატიაშიბულგარეთმა ბუნებრივი აირის აზერბაიჯანიდან მიღება დაიწყო და ივლისიდან აზერბაიჯანული ბუნებრივი აირი სრულად ჩაანაცვლებს რუსულს – მედია
შემდეგი სტატიარუსთავის ციხესთან ნიკა გვარამიას მხარდამჭერი აქცია გაიმართა