ბრიტანეთში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი სახეობის შემთხვევები გერმანიასა და შვეიცარიაშიც დაფიქსირდა

გაერთიანებულ სამეფოში დაფიქსირებული „კოვიდ-19“-ის მუტაციური სახეობა გერმანიაში, ბადენ-ვიურტემბერგის მიწაზე დაფიქსირდა. „გარდიანის“ ცნობით, ინფიცირებული პირი ფრანკფურტში 20 დეკემბერს ლონდონიდან ჩაფრინდა.

ბრიტანული მუტაციის პირველი შემთხვევის შესახებ იუწყება შვეიცარიაც. გამოვლენილია ორი ინფიცირებული. ორივე მათგანი გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეა.

banner
წინა სტატიაშითბილისში დღეიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, ე.წ. ბასლაინებზე ავტომანქანების გადაადგილება ნებადართული იქნება
შემდეგი სტატიანიგერიაში კორონავირუსის კიდევ ერთი სახეობა აღმოაჩინეს