ნიგერიაში კორონავირუსის კიდევ ერთი სახეობა აღმოაჩინეს

ნიგერიაში კორონავირუსის კიდევ ერთი მუტაციური სახესხვაობა აღმოაჩინეს. როგორც აფრიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრში აცხადებენ, ახალი შტამი ჯერჯერობით მხოლოდ ორ პაციენტშია გამოვლენილი, თუმცა კვლევა გრძელდება.

„როიტერის“ ინფორმაციით, ეს სახეობა განსხვავდება გაერთიანებულ სამეფოსა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში დაფიქსირებული მუტაციისგან.

banner
წინა სტატიაშიბრიტანეთში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი სახეობის შემთხვევები გერმანიასა და შვეიცარიაშიც დაფიქსირდა
შემდეგი სტატია„ნაციონალური მოძრაობის“ ახალი თავმჯდომარის ვინაობა დღეს გახდება ცნობილი