ბრიტანეთში ახალ პასპორტებს გასცემენ, სადაც ევროკავშირი არ არის ნახსენები

ბრიტანეთის მთავრობამ ახალი პასპორტების გაცემა დაიწყო, რომლის ყდაზეც ევროკავშირი არ არის ნახსენები, მიუხედევად იმისა, რომ ბრიტანეთი, ჯერჯერობით, ისევ ევროკავშირშია. დიზაინის შემუშავებისას შესაბამისი სამსახურები ითვლიდნენ იმაზე, რომ გაერთიანებული სამეფო ევროკავშირიდან 29 მარტს გავიდოდა. ახალი პასპორტები ბრუნვაში 30 მარტიდან შევიდა. მიმდინარე წლის ბოლოსთვის პასპორტების ახალი სერია შევა ბრუნვაში – ისეთი დიზაინით, რომელიც დაახლოებთ 100 წლის წინათ გამოიყენებოდა.
ადრე გავრცელდა, რომ ევროპის საბჭოს თავმჯდომარე დონალდ ტუსკი მხარს უჭერს “ბრექსიტის” ერთი წლით გადადებას.

banner
წინა სტატიაშივინ ებრძვის გიორგი გახარიას-ელისო კილაძის სკანდალური პოსტი
შემდეგი სტატიაკახა მიქაია: თხა, ჰიპოპოტამზე ნაკლები, მგელმა შეჭამაო! – ,,მეგრული ანდაზა”