კახა მიქაია: თხა, ჰიპოპოტამზე ნაკლები, მგელმა შეჭამაო! – ,,მეგრული ანდაზა”

კახა კალაძე – ჰიპოპოტამის ქანდაკებაზე საუბარი დიდი ხნის წინ დაიწყო, ეს საზოგადოების სურვილია და ჩემი თხოვნა იქნება, რომ ამ თემით სპეკულირებას თავი დაანებონ

ბატონო თბილისის მერო!!!

2010 წელს, ჰიპოპოტამისა არა, მაგრამ როლანდ ახალაიას ცვილის ქანდაკება დავდგი ზუგდიდის გამგეობის წინამდებარე სკვერში, რა თქმა უნდა, ,,საზოგადოების სურვილით!!!”

მაინტერესებს, დღეს ვისი ძეგლის დადგმის სურვილი გააჩნია ზუგდიდის საზოგადოებას?!
თქვენ ეს ყველაზე კარგად გეცოდინებათ, რადგან კარგად იცნობთ ზუგდიდელთა პრობლემებს!
ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნებზე ქართული ოცნების კანდიდატის წარდგენისას საზოგადოებას ისიც ამცნეთ, რომ დედით მეგრელიც ყოფილხართ!
ასე რომ, ბატონო კახი, ჰკითხეთ ზუგდიდელებს მათი სურვილის შესახებ, დაადგინეთ ვისი ქანდაკების ხილვა სურთ და ამ ,,საშვილიშვილო” საქმეში, ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, მეც თქვენ გვერდით მიგულეთ!!!

P.S. თხა, ჰიპოპოტამზე ნაკლები, მგელმა შეჭამაო! – ,,მეგრული ანდაზა.”

კახა მიქაია

banner
წინა სტატიაშიბრიტანეთში ახალ პასპორტებს გასცემენ, სადაც ევროკავშირი არ არის ნახსენები
შემდეგი სტატიაგია ხუხაშვილი: მე ვარ ქართველი და მაშასადამე ვარ მეგრელი, თანაც ნახევრად და თანაც წინასაარჩევნოდ, არასწორია!