ბრიტანეთის კულტურის მინისტრი სექს-სკანდალში გაეხვა

6ბრიტანეთში ოპოზიცია და საზოგადოებრივი აქტივისტები ცდილობენ გაარკვიონ, ქვეყნის ოთხი მსხვილი გაზეთი რატომ მალავდა სპორტისა და კულტურის მინისტრის და ესკორტ-სააგენტოს თანამშრომლის კავშირის შესახებ ინფორმაციას.
“ბიბისი პანორამას” ცნობით, ოთხმა ბრიტანულმა უმსხვილესმა გამოცემამ People, Mail on Sunday, Sun და Independent-მა უიტინგდეილის და ქალის რომანზე გამოძიება ჩაატარეს, მაგრამ საზოგადოებრივი ინტერესებდან გამომდინარე ის არ გაასაჯაროვეს.
სიტუაცია ყურადღების ქვეშ მოექცა იმიტომ, რომ უიტინგდეილის უფლებამოსილების ნაწილი პრესასთან ურთიერთობის დარეგულირებაა.
ის კურირებს ახალი ნორმატიულ-სამართლებრივი ბაზების შექმნას, რომელიც ბრიტანულ პრესას არეგულირებს. ამიტომ , როგორც ოპოზიცია ფიქრობს, შესაძლებელია, გაზეთები მინისტრის მაკომპრომიტირებელ ინფორმაციას მასზე ზეწოლის განსახორციელებლად იყენებდნენ.

საზოგადოებრივი მოძრაობა Hacked Off და ლეიბორისტები ფიქრობენ, რომ გაზეთები მათთან არსებულ მონაცემებს დემოკლეს მახვილივით იყენებდნენ, რომელიც მუდმივად ეკიდა მინისტრის თავზე ჩინოვნიკზე ზეწოლისთვის.

banner
წინა სტატიაშიგიგლა ბარამიძე: არ შეიძლება, პოლიტიკური პარტიის კანტორად ქცეული ორგანიზაციის კვლევა სერიოზულად განვიხილოთ
შემდეგი სტატიამანანა კობახიძე: “ნაციონალური მოძრაობის” გარდა, NDI-ის კვლევებს არავინ ენდობა.