მანანა კობახიძე: “ნაციონალური მოძრაობის” გარდა, NDI-ის კვლევებს არავინ ენდობა.

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, ირინა იმერლიშვილის შეფასებით, პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლა

“ნაციონალური მოძრაობის” გარდა, NDI-ის კვლევებს არავინ ენდობა. ის ორგანიზაციები, რომლებიც ველზე უშუალოდ მუშაობენ, ტენდენციურები და მიკერძოებულები არიან და მათი კვლევები, როგორც წარსული გამოცდილებიდანაც ჩანს, სანდო არ არის – განაცხადა პარლამენტის ვიცესპიკერმა მანანა კობახიძემ .

“ის ისტერიკა, რომელიც დღეს პარლამენტში “ნაციონალურმა მოძრაობამ” გააჩაღა, იმას ადასტურებს, რომ მათ კვლევებით მანიპულირება და საზოგადოებრივი აზრის ფორმირება სურთ. თითქოს, “ქართული ოცნება” ამომრჩეველს კარგავს და “ნაციონალურ მოძრაობას” არჩევნების გზით ხელისუფლებაზე წაპოტინების შანსი აქვს”, – განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტის ვიცესპიკერმა კვლევის კითხვებთან დაკავშირებითაც ისაუბრა და თქვა, რომ მოქალაქეებს კითხვა ისე გაუგებრად დაუსვეს, რომ პოლიტიკიდან წასული ბიძინა ივანიშვილი, ისევ პოლიტიკოსი ეგონათ. “ისე წარმოაჩინეს, რომ ადამიანი, რომელმაც ქვეყნის სასიკეთოდ 2 მილიარდი უანგაროდ დახარჯა, არ უყვართ ისე, როგორც მაგალითად – გიგა ბოკერია. თურმე, ბაქრაძეს ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს, უსუფაშვილი სააკაშვილის დონეზეა, ივანიშვილი კი, სძულთ. ამით ყველაფერი ნათქვამია. ესაა წინასწარ, გამიზნულად შექმნილი სურათი, რომელზეც “ნაციონალურ მოძრაობას” კამპანიის აგება სურს”, – აღნიშნა მანანა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიბრიტანეთის კულტურის მინისტრი სექს-სკანდალში გაეხვა
შემდეგი სტატიაvideo რუსულმა სუ-24-მა აშშ-ს ხომალდს რამდენჯერმე ძალიან ახლოს ჩაუფრინა