ბრიტანელი ინჟინრები მატარებლების მზის ენერგიაზე გადაყვანაზე მუშაობენ

ლონდონის ერთ-ერთი კოლეჯის ინჟინრები რკინიგზის რესურსად მზის ენერგიის გამოყენების საპილოტე პროექტზე იწყებენ მუშაობას – გამოცემა Engineer-ი ავრცელებს. სპეციალისტები რკინიგზის ლიანდაგების გასწვრივ მზის პანელების დაყენებას გეგმავენ, რომელმაც მატარებელი უნდა ამუშაოს, მიღებული ელექტროენერგია ენერგოსისტების გარეშე, პირდაპირ უნდა მიეწოდოს მას.
პროექტი სამხრეთ ინგლისის, დასავლეთ სუსექსის საგრაფოს მკვიდრების ინიციატივა იყო, რომლებიც გარემოს დაცვის მოწოდებით გამოვიდნენ. Engineer აღნიშნავს, რომ პროექტს ჯერჯერობით საპილოტე ხასიათი აქვს.

banner
წინა სტატიაშიახალი Volvo საგზაო ნიშნებს წაიკითხავს
შემდეგი სტატიაბიბისი: სირიაში, აღმოსავლეთ გუტაში ქიმიური იარაღი გამოიყენეს