ბიბისი: სირიაში, აღმოსავლეთ გუტაში ქიმიური იარაღი გამოიყენეს

აღმოსავლეთ გუტაში, რომელიც დამასკოსთან მდებარეობს, ქიმიური იარაღი გამოიყენეს – რამდენიმე წუთის წინ ბრიტანულმა “ბიბისიმ” დაწერა. გამოცემის ინფორმაციით, სირიულ-ამერიკული საზოგადოების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რომელიც გუტაში მუშაობს, საავადმყოფოში დაახლოებით 14-16 ავადმყოფი შემოიყვანეს, რომელთაც ქიმიური ნივთიერებით მოწამვლის სიმპტომები აქვთ, სავარაუდოდ, საუბარია, ქლორზე. “ბიბისის” კორესპონდენტის ინფორმაციით, დაშავებული არიან ქალები, ბავშვები და მამაკაცები. სავარაუდოდ, ერთი ბავშვი გარდაიცვალა. ინფორმაციას ერთი გარდაცვლილის შესახებ ადასტურებს სირიაში ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრი, რომელიც ლონდონშია ბაზირებული. მათ ქიმიურ შეტევაზე ჯერჯერობით არა აქვთ ინფორმაცია.

24 თებერვალს გაეროს უშიშროების საბჭომ სირიის ტერიტორიაზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 30 დღიანი რეზოლუცია ერთხმად მიიღო ქვეყანაში ჰუმანიტარული მოქმედებების ჩასატარებლად..

banner
წინა სტატიაშიბრიტანელი ინჟინრები მატარებლების მზის ენერგიაზე გადაყვანაზე მუშაობენ
შემდეგი სტატიაივანკა ტრამპი და ჩრდილოეთ კორეელი მაღალჩინოსანი ოლიმპიადის დახურვაზე გვერდიგვერდ ისხდნენ