ბრიტანელი ექიმი “ისლამურ სახელმწიფოს” შეუერთდა

ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნულ სამსახურზე დაყრდნობით “ბიბისი” ავრცელებს, რომ ისაამ აბუანზა ჯიჰადისტურ დაჯგუფებას შეუერთდა სირიაში. ამის შესახებ მოწმობს დოკუმენტები, რომელიც ჟურნალისტებს ჩაუვარდათ ხელში – დაჯგუფებაში ახალგაწევრიანებული ბოევიკევის სარეგისტრაციო ცნობები.
არსებული ინფორმაციით, აბუანზა პირველი პრაქტიკოსი ექიმია, რომელიც ჯიჰადისტებს შეუერთდა. ის ბრიტანეთის რამდენიმე ქალაქში მუშაობდა. ბოლოს კი – შეფილდში, სადაც ასევე საკუთარი მაღაზია ჰქონდა, სადაც მუსლიმების ტანსაცმელს ყიდდა.
“ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე აბუანზა სამედიცინო ტანსაცმელში და იარაღით ხელში ფოტოს აქვეყნებს, საჩვენებელი თითი კი მაღლა აქვს აშვერილი, რაც ექსტრემისტებისთვის არის დამახასიათებელი და ალაჰის ერთობას ნიშნავს.
აბუანზა წარმოშობით პალესტინელია, ბრიტანული პასპორტით. ის ბრიტანეთის ჯანდაცვაში 7 წელი მუშაობდა.

აბუაზა მართალია, პირველი ექიმია, რომელიც ჯიჰადისტებს შეუერთდა, მაგრამ არა პირველი პროფესიონალი, რომელმაც “ისლამური სახელმწიფოს” რიგები შეავსო. ყოველი მესამე ბრიტანელი ჯიჰადისტი უნივერსიტეტში სწავლობდა, სამი კი, მათივე თქმით, მასწავლებლებად მუშაობდა.

banner
წინა სტატიაშიპოროშენკოს მიერ დონბასის დაბრუნების მცდელობას კრემლი მხარს უჭერს
შემდეგი სტატიადონალდ ტრამპი რესპუბლიკური პარტიიდან აშშ-ს პრეზიდენტობის გარანტირებული კანდიდატი იქნება