პოროშენკოს მიერ დონბასის დაბრუნების მცდელობას კრემლი მხარს უჭერს

დღეს უკრაინა სახელმწიფო დროშის დღეს აღნიშნავს

კრემლში, უკრანის პრეზიდენტის პეტრე პოროშენკოს სურვილს დონბასის დაბრუნებასთან დაკავშირებით, მხარს დაუჭერენ, თუკი ეს მხოლოდდამხოლოდ ჰუმანურობით არის ნაკარნახევი -ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
“თუკი ის დონბასის დაბრუნებას ჰუმანური მოსაზრებებიდან გამომდინარე აპირებს, ასეთი განცხადება შესაძლებელია მხარდაჭერილ იქნას, რისი იმედიც ჩვენ მოსკოვში გვაქვს” – განაცხადა პესკოვმა, რომელმაც ყირიმის ანექციის შესახებ პოროშენკოს განცხადებაზე კომენტარს თავი აარიდა.
უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ დონბასის და ყირიმის დაბრუნების შესახებ განცხადება გუშინ ნადეჟდა სავჩენკოსთან ერთად გამართულ პრეს-კონფერენციაზე გააკეთა. “ჩვენ ისე დავიბრუნებთ ყირიმს და დონბასს, როგორც ნადეჟდას” – განაცხადა პოროშენკომ.

banner
წინა სტატიაშიბარსელონაში უსახლკაროების მხარდამჭერი აქცია არეულობებში გადაიზარდა
შემდეგი სტატიაბრიტანელი ექიმი “ისლამურ სახელმწიფოს” შეუერთდა