“ბრედი თავისუფალია” – ნორვეგიული ავიაკომპანია ბრეტ პიტის სახელს იყენებს

ნორვეგიულმა კომპანია Norwegian-მა მედიაში რეკლამა განათავსა, რომელიც ოსლოდან ლოს-ანჯელესში, ბრედ პიტთან რეისებს სთავაზობს მგზავრებს. სლოგანი ორი სიტყვისგან შედგება “ბრედი თავისუფალია”.

რეკლამა ნორვეგიულ ტაბლოიდ Verdens Gang-ში და ქვეყნის სხვა მრავალ გამოცემაში გამოჩნდა, ასევე, ბრიტანულ პრესაში. სოციალური ქსელის მომხმარებლებმა რეკლამის ათობით ფოტო გამოაქვეყნეს. მათ, ავიაკომპანიის აზრი, ზოგადად, მოიწონეს, თუმცა, ზოგიერთები თვლიან, რომ კომპანია პიარს სხვისი უბედურების გამოყენებით იკეთებს.
კომპანია სლოგანს ასევე ბარსელობა-ჰოლივუდის გადაზიდვებზე იყენებს.

ანჯელინა ჯოლი და ბრეტ პიტი გაყრის პროცესში არიან. ჯოლიმ გაყრაზე დოკუმენტები 19 სექტემბერს შეიტანა.

14454541_1792018061083193_612783761_n

banner
წინა სტატიაშიფიჭური კომპანიები აბონენტთა პირად მონაცემებს ბოროტად იყენებენ
შემდეგი სტატიალევილის მამული საქართველოს ოფიციალურად გადმოეცა