ფიჭური კომპანიები აბონენტთა პირად მონაცემებს ბოროტად იყენებენ

luka-feiqrishviliლუკა ფეიქრიშვილი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე მობილურ სატელეფონო ნომრებზე მოსულ სარეკლამო ტექსტებზე ინფორმაციას აქვეყნებს. მისი თქმით, ის დაუკავშირდა კომერციულ ორგანიზაციებს, რომელთა სარეკლამო ტექსტები მობილურ ტელეფონებში მოსდით მომხმარებლებს. კომპანიებმა განაცხადეს, რომ აბონენტთა ნომრებზე წვდომა ფიჭურმა კავშირგაბმულობებმა მისცეს, რაც პირადი მონაცემების შესახებ უფლებების დარღვევაა: “შეგახსენებთ რომ ყველა სატელეფონო ქსელის პროვაიდერი იღებს მესიჯებს რეკლამის სახით მაგალითად ელიტ-ელექტრონიქსისგან ან ბოშისგან და ასე შემდეგ…
ამ შემთხვევაში ვსაუბრობ მაგთიზე…
მე დავრეკე ელიტ ელექტრონიქსში სადაც განმიმარტეს რომ მესიჯებს აგზავნიან სარეკლამო კომპანიები..
აქედან გამომდინარე გამიჩნდა გონივრული კითხვა:
ვინ მისცა სარეკლამო კომპანიებს რომელიმე სატელეფონო პროვაიდერის მომხმარებელთა ნომრების ბაზაზე წვდომა?
შესაბამისად დავრეკე ერთ ერთ სარეკლამო განყოფილებაში სადაც განმიმარტეს რომ წვდომა ოფიციალურად მაგთიმ გასცა…
აი ეხლა მე დავრეკე მაგთიში სადაც თავს იგიჟებენ და უარს ამბობენ რომ მათ არ მიუციათ წვდომა არანაირ ბაზაზე არანაირი სარეკლამო კომპანიებისთვის…
აქედან გამომდინარე ისკვნება შემდეგი რამ!!!
მობილურის ნომერი ისევე როგორც ფეისბუქი ან რაიმე პირადი სოციალური ქსელი არის პირადი ცხოვრების შემადგენელი ასე რო ვთქვათ ნაწილი რომელზე წვდომაც აქვს იმ ხალხს და იმ კომპანიებს ვისაც არუნდა ქონდეს!!!
პრობლემას არ წარმოადგენს შემაწუხებელი სარეკლამო მესიჯები,პრობლემას წარმოადგენს უკანონო წვდომა ჩვენს პირად ცხოვრებაზე!!!
გთავაზობთ მაგთის ოპერატორთან და ერთ ერთ სარეკლამო კომპანიასთან ჩაწერილ დიალოგს და პირადად მე მივიყვან ბოლომდე ამ საქმეს!!!” (სტილი დაცულია-რედ) – წერს ლუკა ფეიქრიშვილი.

 

https://youtu.be/Pw_6BL29QEQ

banner
წინა სტატიაშისაქალაქო სასამართლო მამუკა ახვლედიანის ბრალდებებს პასუხობს
შემდეგი სტატია“ბრედი თავისუფალია” – ნორვეგიული ავიაკომპანია ბრეტ პიტის სახელს იყენებს