Bosch-ი დიზელის სკანდალის გამო 90 მილიონ ევრო ჯარიმას გადაიხდის

დიზელის სკანდალის გამო ავტოკონცერნების Volkswagen-ი, Audi-სა და Porsche-ს კვალდაკვალ ჯარიმას მომმარაგებელი Bosch-იც გადაიხდის. შტუტგარდის პროკურატურამ გაავრცელა, რომ Bosch-ი 90 მილიონი ევროთი დააჯარიმა “აუცილებელი ზედამხედველობის გულგრილი დარღვევისათვის”.
კომპანიამ უარი თქვა განაჩენის გასაჩივრებაზე და მზად არის ჯარიმა ექვსი კვირის მანძილზე გადაიხადოს.
გამოძიების ვერსიით, Bosch-მა 2008 წლიდან სხვადასხვა ავტომწარმოებელს დაახლოებით 17 მილიონი სხვადასხვა სენსორი მიაწოდა, რომელთა პროგრამული უზრუნველყოფა “ნაწილობრივ მიუღებელ სტრატეგიას შეიცავდა” -წერს “დოიჩე ველე”.

banner
წინა სტატიაშიზელენსკი რუსეთთან სამშვიდობო ხელშეკრულების დადებაზე სახალხო გამოკითხვის ჩატარებას აპირებს
შემდეგი სტატიათაღლითობის მცდელობის ფაქტზე ,,თბილისის სატრანსპორტო კომპანიის’’ თანამშრომელი დააკავეს