ზელენსკი რუსეთთან სამშვიდობო ხელშეკრულების დადებაზე სახალხო გამოკითხვის ჩატარებას აპირებს

უკრაინის ახალი პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი, აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის დარეგულირების მიზნით, რუსეთთან სამშვიდობო ხელშეკრულების შესახებ სახალხო გამოკითხვის ჩატარებას აპირებს – შესაბამისი ინიციატივით ზელენსკი 23 მაისს მოქალაქეებთან შეხვედრაზე გამოვიდა. მან განსაკუთრებით გაუსვა ხაზი იმას, რომ საუბარია არა რეფერენდუმზე ან საკანონმდებლო ინიციატივაზე, არამედ, მხოლოდ საინფორმაციო გამოკითხვაზე. “ჩვენ ყველა ადამიანს უნდა მოვუსმინოთ. ეს საკანონდებლო რეფერენდუმი არ არის, არამედ, საინფორმაციო: მოქალაქეებო, თქვენ რას ფიქრობთ? ეს მოქალაქეებთან ნორმალური დიალოგია” – განმარტა მან -წერს “დოიჩე ველე”.

უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ გეგმას კაპიტულაცია უწოდა.
ვლადიმირ პუტინის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა ინიციატივაზე თქვა, რომ ეს მხოლოდ შიდა უკრაინული საკითხია და კრემლს არ სურს მასზე კომენტარის გაკეთება.

banner
წინა სტატიაშინატო მოსკოვს ევროპარლამენტის არჩევნებზე კიბერშეტევებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს
შემდეგი სტატიაBosch-ი დიზელის სკანდალის გამო 90 მილიონ ევრო ჯარიმას გადაიხდის