ბორჯომის ხეობაში ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია

ბორჯომის ხეობაში ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია, – ინფორმაციას შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში ადასტურებენ, რომ ცალკეული კრების დამუშავება უკვე დასრულებულია. ამჟამად მეხანძრე-მაშველები მუდმივ მონიტორინგს ახორციელებენ, რათა ხანძრის ახალი კერა არ გაჩნდეს.

მცირე დაკვამლიანება ასევე ლიკვიდირებულია ლიკანშიც. ტორფის აალების შემდეგ დაახლოებით 100 კვ.მ. ფართობია დამწვარი. ადგილზე ვითარებას მთელი ღამის განმავლობაში აკვირდებოდნენ მეხანძრე-მაშველები. როგორც შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, ლიკანში ხანძრის მცირე კერის გაჩენის შედეგად ხეების დიდ ნაწილს ცეცხლი არ წაკიდებია.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მღებრიშვილი – აბასთუმნის ტყეში 4-5 კილომეტრამდე გზა გაიჭრა, რათა ტექნიკამ ხანძრის კერებამდე მისვლა შეძლოს
შემდეგი სტატია,,დახმარების თხოვნით საქართველომ სხვა ქვეყნებს მიმართა, მაგრამ მათ შორის რუსეთი არ არის”