,,დახმარების თხოვნით საქართველომ სხვა ქვეყნებს მიმართა, მაგრამ მათ შორის რუსეთი არ არის”

შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, აბასთუმნის ტყეში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დახმარების თხოვნით საქართველოს რუსეთისთვის არ მიუმართავს.

შეკითხვაზე, არის თუ არა იმ ქვეყნებში რუსეთი, რომელსაც საქართველომ დასახმარებლად მიმართა, შს მინისტრმა აღნიშნა, რომ „რუსეთი არ არის“.

მისი განმარტებით, ამ ეტაპზე ცნობილია, რომ საქართველოს ავიაციით ეხმარება უკრაინა, რომელმაც საქართველოში 8 ტონის ტევადობის თვითმფრინავი გამოგზავნა და რომელიც ქვეყანაში რამდენიმე საათში იქნება.

რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, მღებრიშვილის თქმით, კონკრეტულ პასუხს მედიას დღის მეორე ნახევარში ეტყვის.

„სხვა ქვეყნებს რაც შეეხება, მიმართვა გაგზავნილი გვაქვს, მაგრამ კონკრეტულ პასუხს დღის მეორე ნახევარში გეტყვით. ამ დროისთვის გვეცოდინება, რა ძალები იქნება მობილიზებული ავიაციის თვალსაზრისით, თორემ ცოცხალი ძალა არ გვჭირდება, საკმარისი რაოდენობა ვართ ადგილზე“, – აღნიშნა გიორგი მღებრიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიბორჯომის ხეობაში ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია
შემდეგი სტატიაქართველმა მომღერალმა ხვიჩა კვარაცხელიამ საერთაშორისო ფესტივალზე გაიმარჯვა