ბორელი – შოკირებული ვარ კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე რუსული სარაკეტო დარტყმების გამო

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ კიევზე სარაკეტო თავდასხმის იმ დროს განხორციელებით, როდესაც იქ გაერო-ს გენერალური მდივანი და ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი იმყოფებოდნენ, რუსეთმა კიდევ ერთხელ გამოავლინა, რომ საერთაშორისო კანონმდებლობას უხეშად უგულებელყოფს.

„შოკირებული და შეძრწუნებული ვარ კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე რუსული სარაკეტო დარტყმის გამო. რუსეთი კიდევ ერთხელ ავლენს საერთაშორისო კანონმდებლობის უხეშ უგულებელყოფას ქალაქების დაბომბვით იმ დროს, როდესაც ის გაერო-ს გენერალური მდივანი და ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი იმყოფებიან,“ – წერს ბორელი.

banner
წინა სტატიაშიმარშალ გელოვანზე წყლის მილის დაზიანების გამო, ტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივად არის შესაძლებელი
შემდეგი სტატიასაქსტატი – მარტში საქართველოს ეკონომიკა 10.6 პროცენტით გაიზარდა