მარშალ გელოვანზე წყლის მილის დაზიანების გამო, ტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივად არის შესაძლებელი

მარშალ გელოვანის გამზირზე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე წყლის მილი დაზიანდა, რის გამოც, სატრანსპორტო საშუალებებისთვის მოძრაობა ცალმხრივად შეჩერებულია.

საზოგადოებრივ ტრანსპორტს, რომელიც გადაადგილდება გაგარინის ქუჩისა და ჟვანიას ქუჩის მიმართულებით, მარშრუტი შეეცვლება და რობაქიძის გამზირის, წერეთლის გამზირისა და ქუთაისის ქუჩის გავლით იმოძრავებს, რის შემდეგაც სააკაძის მოედანს დაუკავშირდება. შემდეგ, მოძრაობას განაგრძობს დადგენილი მარშრუტის მიხედვით. უკუმიმართულებისას, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა არ იცვლება. ასეთია ავტობუსები: N314, N304, N302 და მიკროავტობუსები: N534, N539.

რაც შეეხება სოფელი დიღმისა და ვაშლიჯვრის მიმართულებით მოძრავ ტრანსპორტს, N389, N327 და N367-ზე შეზღუდვა გავრცელდება. ისინი მგზავრთა გადაყვანას აღმაშენებლის ძეგლამდე შეძლებენ.

banner
წინა სტატიაშიუკრაინა დღეს აზოვსტალის ქარხნიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას გეგმავს
შემდეგი სტატიაბორელი – შოკირებული ვარ კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე რუსული სარაკეტო დარტყმების გამო