ბორელი – პანდემიის დროს ლგბტ თემზე ძალადობა გაიზარდა

ევროკავშირის საბჭოს სახელით გამოსვლისას ევროკავშირის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელმა ჟოზეფ ბორელმა პანდემიის პერიოდში ლგბტ თემის წარმომადგენლების მდგომარეობის გაუარესებაზე ისაუბრა – ნათქვამია განცახდებაში, რომელიც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უწყების საიტზე 16 მაისს გამოქვეყნდა.

“კოვიდ-19-ის პანდემიამ ლგბტ თემის კიდევ უფრო მეტი დისკრიმინაცია და მასზე ძალადობა გამოიწვია, მათ შორის, ოჯახური ძალადობა, სიძულვილის გაღვივება ინტერნეტსა და მის გარეთ, ასევე, სიძულვილის საფუძველზე დანაშაულებების გაზრდა” – ჰომოფობიის, ტრანსფობიისა და ბიფობიასთან ბრძოლის დღეს, 17 მაისს განაცხადა ბორელმა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი, და ადამიანის უფლებების, მათ შორის ლგბტ თემის უფლებების დაცვის შესახებ ევროკავშირის მხარდაჭრა ურყევია. ასევე, ბორელმა აღნიშნა, რომ შეშფოთებულია იმით, რომ 69 ქვეყანაში ერთნაირსქესიანთა სასიყვარულო ურთიერთობები კრიმინალიზებულია, 11 ქვეყანაში კი ამის გამო სიკვდილით დსჯიან.

banner
წინა სტატიაშიმიმდინარე კვირიდან კვების ობიექტებს შესაძლებლობა ექნებათ, სტუმრები შაბათ-კვირას მხოლოდ ღია სივრცეში მიიღონ
შემდეგი სტატიათამარ კორძაია – მიხეილ სააკაშვილის აზრი მნიშვნელოვანია, მაგრამ გადამწყვეტი არ არის