მიმდინარე კვირიდან კვების ობიექტებს შესაძლებლობა ექნებათ, სტუმრები შაბათ-კვირას მხოლოდ ღია სივრცეში მიიღონ

მიმდინარე კვირიდან კვების ობიექტებს შესაძლებლობა ექნებათ, რომ სტუმრები შაბათ-კვირას მხოლოდ ღია სივრცეში მიიღონ, – ამის შესახებ წყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, მუშაობა რეგულაციების სრული დაცვით უნდა მოხდეს.

„როგორც იცით, საქართველოს მასშტაბით შაბათ-კვირას აკრძალულია კვების ობიექტების მუშაობა. რაც ნიშნავს იმას, რომ მათ ეკრძალებათ სტუმრების მიღება და მხლოდ მიტანა-გატანის სერვისზე მუშაობენ. აღნიშნული რეგულაციაც მსუბუქდება. კერძოდ, მიმდინარე კვირიდან კვების ობიექტებს შესაძლებლობა ექნებათ, რომ სტუმრები შაბათ-კვირას მხოლოდ ღია სივრცეში მიიღონ რეგულაციების სრული დაცვით“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

banner
წინა სტატიაშიდღეიდან გადაადგილებაზე შეზღუდვა 21:00 საათის ნაცვლად, 23:00 საათიდან ამოქმედდება
შემდეგი სტატიაბორელი – პანდემიის დროს ლგბტ თემზე ძალადობა გაიზარდა