ბოლტონი: გაეროში ვენესუელის სამხედრო ატაშემ გუაიდოს დაუჭირა მხარი

აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონმა განაცხადა, რომ გაეროში ვენესუელას სამხედრო ატაშემ პედრო ჩირინოსმა ოპოზიციური ლიდერი ხუან გუაიდო ქვეყნის პრეზიდენტად აღიარა – ამის შესახებ მან საკუთარ “ტვიტერში” დაწერა. “ვენესუელას სამხედრო ატაშემ გაეროში, პოლკოვნიკმა პედრო ჩირინოსმა ხუან გაუაიდო ვენესუელის ოფიციალურ პრეზიდენტად აღიარა” – დაწერა ბოლტონმა. ასევე, მან აღნიშნა, რომ გადაწყვეტილებით ატაშემ ნიკოლას მადუროს ნაცვლად მხარი დემოკრატიას დაუჭირა.

banner
წინა სტატიაშიდამრჩა შთაბეჭდილება, რომ უბრალოდ ანაკლიის პორტის პროექტის განადგურებაა მიზანი – გია ხუხაშვილი
შემდეგი სტატიაიაპონიაში ათასობით შიშველი მამაკაცი რიტუალური ჯოხისთვის იბრძოდა