დამრჩა შთაბეჭდილება, რომ უბრალოდ ანაკლიის პორტის პროექტის განადგურებაა მიზანი – გია ხუხაშვილი

„დამრჩა შთაბეჭდილება, რომ უბრალოდ ანაკლიის პორტის პროექტის განადგურებაა მიზანი,“ – ამ განცხადებას პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი აკეთებს და TBC ბანკის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს აფასებს.

გია ხუხაშვილი თიბისი ბანკის დამფუძნებელზე, მამუკა ხაზარაძე განხორცილებულ შეტევაზე საუბრისას არ გამორიცხავს, რომ ხაზარაძის წინააღმდეგ დაწყებული კამპანია ანაკლიის პორტს უკავშირდებოდეს.

„ალბათ ეს იყო ანაკლიის პორტი, ეს იყო კვირიკაშვილის ზედმეტი თავნებობდა და ასე შემდეგ. მიზეზი ყოველთვის მოიძებნება თუ სურვილი არსებობს,“ – ამბობს ხუხაშვილი.

გია ხუხაშვილის შეფასებით, ამ ყველაფრის ფონზე, ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელება უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ეს კი პოლიტოლოგის თქმით, ბოლო დროს თიბისი ბანკის და მისი დამფუძნებლების წინააღმდეგ დაწყებულმა კამპანიამ განაპირობა.

„ანაკლიის პორტის პროექტი უკვე სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დგას იმიტომ, რომ ის ჯერ არ არის დაკონტრაქტებული, წინასაკონტრაქტო პერიოდია და ყველაფერი შეიძლება ჩაიშალოს. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ცოლის მოყვანას აპირებთ, ქორწილის დღე დანიშნეთ და წინა დღეს გეუბნებიან, რომ თქვენი ცოლი არის პორნოვარსკვლავი, ხომ შეიძლება დაფრთხეთ? ასე შეიძლება დაემართოთ იმ პოტენციურ ინვესტორებს,“ – განაცხადა ხუხაშვილმა.

ხუხაშვილი ამბობს, რომ ბოლო პერიოდში ფოთის პორტის საკითხი გააქტიურდა და არ არის გამორიცხული, რომ ფოთში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტის გამო, ანაკლიის პორტის პროექტი ჩავარდეს.

„მენიშნა დღევანდელი განცხადება ფოთის პორტის, გააქტიურდა ფოთის პორტი და რაღაც ღრმაწყლოვანზე დაიწყო საუბარი, ეს არ არის შემთხვევითი და ფოთის პორტის განცხადების შემდეგ, მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ უბრალოდ ანაკლიის პორტის პროექტის განადგურებაა მიზანი,“ – განაცხადა ხუხაშვილმა

banner
წინა სტატიაშისასამართლო სისტემა უნდა გათავისუფლდეს მურუსიძე-ჩინჩალაძეებისა და დანარჩენებისგან – ირმა ინაშვილი
შემდეგი სტატიაბოლტონი: გაეროში ვენესუელის სამხედრო ატაშემ გუაიდოს დაუჭირა მხარი