ბოლო 24 საათში კორონავირუსით 22 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 22 პაციენტი გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ვირუსს ჯამში 2 750 პირი ემსხვერპლა.

დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 058 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 529 პაციენტი.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსის 2 058 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
შემდეგი სტატიაქვეყნის მასშტაბით ტყისა და მინდვრის ხანძარი ექვს ადგილზე ფიქსირდება