ბოლო 24 საათში კორონავირუსით 13 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 13 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 5 551-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 1 286 პირს დაუდასტურდა, 1 701 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 17 ივლისს საქართველოში კორონავირუსის 1 808 შემთხვევა გამოვლინდა, 361 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 22 კი გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 4,92 პროცენტს შეადგენს
შემდეგი სტატიასათაფლიასა და დიდ ჯიხაიშში პროექტი „ევროპული არდადეგები“ ჩატარდა