ბოკერია – მშვიდობიანი და მწვავე პროტესტი შესაძლოა, ბრძოლის აუცილებელი ნაწილი გახდეს

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის გიგა ბოკერიას განაცხადებით, ხელისუფლებას არჩევნებზე მარცხის ეშინია. მისივე თქმით, სწორეფ ამიტომ ამბობს „ქართული ოცნება“, რომ ვადამდელ არჩევნებს არ დანიშნავენ.

„საერთო ჯამში, მკაფიო მარცხი ელის ივანიშვილის რეჟიმს, თუ ჩვენი მოქალაქეები მოვლენ ამ არჩევნებზე და თავის ნებას დააფიქსირებენ. მინდა, ვისარგებლო ამ შემთხვევით და ვუთხრა ყველას, ვისაც სურს ფუნდამენტურად ამ ქვეყნის დამანგრეველი კურსის შევლა, უნდა მოხვიდეთ არჩევნებზე. ამბობენ, რომ არ იქნება ვადამდელი და გავიდნენ იმ ვალდებულებებიდან, რომელიც თვითონვე აიღეს, რადგან ეშინიათ შედეგის. რომ არ ეშინოდეთ შედეგების, ასეთი დოზით არ ილაპარაკებდნენ. მთავარია, მარცხი დაფიქსირდეს დიდი და გარდაუვალი.

მათთვის უმძიმესი და ურთულესი იქნება წინააღმდეგობის გაწევა ჩვენი საზოგადოების ნებისთვის. მშვიდობიანი და მწვავე პროტესტი შეიძლება, აუცილებელი ნაწილი გახდეს ამ ბრძოლისა. დამოუკიდებლობის გადასარჩენად პირველი ამოცანა არის ჯერ მარცხის დაყენება ივანიშვილის რეჟიმისთვის. მგონია, რომ თვითონ ეგ შედეგი იქნება გადამწყვეტი ფაქტორი. როდესაც მარცხი გაფორმდება, გარე წნეხთან ერთად, შეუძლებელ ვითარებას შექმნის მისთვის. რა თქმა უნდა, შესაძლოა, პროტესტი საჭირო გახდეს. რაც უფრო დიდი იქნება მარცხის მარჟა ივანიშვილის რეჟიმისთვის, მით უფრო მცირდება რისკები ჩვენი ქვეყნისთვის, რომ რაიმე საზიანო სიბრიყვე ჩაიდინონ ქართული საზოგადოების ნებისთვის წინააღმდეგობის გაწევისას“ – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

წინა სტატიაშიღარიბაშვილი – რეიტინგის მიხედვით საქართველოში „კანონის უზენაესობა“ უფრო მაღალ დონეზეა ვიდრე იტალიაში, ბულგარეთში, ჩრდილოეთ მაკედონიაში, მონტენეგროში
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი გახარიაზე – ვის უნდა უჩივლოს? მე უნდა მიჩივლოს? – ვისაც სდებენ ბრალს, მან უნდა ამტკიცოს, არის თუ არა ნარკომანი