ღარიბაშვილი გახარიაზე – ვის უნდა უჩივლოს? მე უნდა მიჩივლოს? – ვისაც სდებენ ბრალს, მან უნდა ამტკიცოს, არის თუ არა ნარკომანი

ვის უნდა უჩივლოს? მე უნდა მიჩივლოს? არასწორ კითხვას სვამთ. არ არის საინტერესო, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის კითხვას, მივა თუ არა გამოკითხვაზე, თუკი ნარკოტიკებთან დაკავშირებული ბრალდების გამო გიორგი გახარია მას და „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერებს უჩივლებს.

„ვფიქრობ, რომ ვისაც სდებენ ბრალს, მან უნდა ამტკიცოს, არის თუ არა ნარკომანი. არ არის საინტერესო და ჩვენ მოსახლეობას არ აინტერესებს ამა თუ იმ ადამიანის ნარკოდამოკიდებულება“ , – განაცხადა ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიბოკერია – მშვიდობიანი და მწვავე პროტესტი შესაძლოა, ბრძოლის აუცილებელი ნაწილი გახდეს
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი ნამახვანჰესზე – კონტრაქტი მემკვიდრეობით დამხვდა