ბოკერია: ეს დამატებითი დარტყმა, რის ფასსაც კიდევ მომავალში გადავიხდით, სრულიად გაუაზრებელია

“ეს დამატებითი დარტყმა, რის ფასსაც კიდევ მომავალში გადავიხდით, სრულიად გაუაზრებელია”- ამის შესახებ ამბობს ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია, მთავრობის მიერ დაწესებულ შეზღუდვებზე, რომელიც მომდევნო თვეების განმავლობაში ზღუდავს, როგორც გადაადგილების უფლებას, ისე მთელ რიგ ეკონომიკურ საქმიანობებს.

“ყოველგვარი არსებითი წნეხის შემსუბუქების გარეშე ჩვენი მოქალაქეებისა და ბიზნესისთვის, დამატებითი დარტყმა, რის ფასსაც კიდევ მომავალში გადავიხდით, ჯამში, სრულიად გაუზარებელია. ამ ხალხმა, ერთხელ, ასეთი და კიდევ უფრო მკაცრი ჩაკეტვის დროს, არაფერი გააკეთა, რომ ქვეყანა მოემზადებინა ამ ტალღისთვის და ამის ფასს იხდის ქვეყანა ადამიანების ჯანმრთელობის, სიცოცხლის და ეკონომიკის ფასად და ეს პროცესი გრძელდება. ”- ამბობს ბოკერია.

banner
წინა სტატიაშიტიკარაძე: ხშირია, როცა პაციენტს ხედი მოსწონს, ან არ მოსწონს, შესაბამისად, ხედიც შესარჩევია
შემდეგი სტატიაბექა დოჭვირი – კოვიდის წინააღმდეგ ბრძოლაში ყველაზე ეფექტურია მობილობის დავარდნა, პირბადის ტარება, დისტანციისა და ელემენტარული ჰიგიენური წესების დაცვა