ტიკარაძე: ხშირია, როცა პაციენტს ხედი მოსწონს, ან არ მოსწონს, შესაბამისად, ხედიც შესარჩევია

“ხშირია, როცა პაციენტს ხედი მოსწონს, ან არ მოსწონს, შესაბამისად, ხედიც შესარჩევია”- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

“ჩნდება სხვადასხვა მოთხოვნა, მაგალითად არის ორი ან სამი ოჯახის წევრი და მათ აუცილებლად უნდათ რომელიმე კონკრეტულ საავადმყოფოში, კონკრეტული ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, არის ხშირი შემთხვევები, როდესაც ვიღაცას ხედი მოსწონს, ან არ მოსწონს და შესაბამისად ხედიც შესარჩევია. ამითი არ ვუარყოფ იმას, რომ შეიძლება კრიტიკული პაციენტის დაყოვნებაც ხდება, ამ პრობლემას არ გავურბივარ, მაგრამ ასევე, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ძალიან ხშირია შემთხვევები, როდესაც ჰოსპიტალში გვყავს ისეთი პაციენტები, რომლებიც მხოლოდ ემოციური ფონის გამო არიან იქ განთავსებული, ამიტომ ისინი არ საჭიროებენ სხვა კლინიკურ ყურადღებას. ”

banner
წინა სტატიაში“ხელისუფლებამ ანტიკრიზისული გეგმის მეოთხე ფაზის ფარგლებში, თანაბარზომიერად დაბალანსებული მხარდაჭერის პაკეტი წარმოადგინა””
შემდეგი სტატიაბოკერია: ეს დამატებითი დარტყმა, რის ფასსაც კიდევ მომავალში გადავიხდით, სრულიად გაუაზრებელია