ბოიჩენკოს თქმით, რუსებმა უკრაინელების საწამებლად ფილტრაციის ბანაკები შექმნეს

რუსმა ოკუპანტებმა, ოთხი ფილტრაციის ბანაკი შექმნეს, სადაც მშვიდობიან მოსახლეობას აწამებენ, – ამის შესახებ მარიუპოლს მერმა ვადიმ ბოიჩენკომ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.

მისი თქმით, ბანაკი მარიუპოლის მაცხოვრებლებისთვის მოაწყვეს, რომლებიც რუსეთში დეპორტირებულები არიან. ბოიჩენკო ამბობს იმასაც, რომ რუსი ოკუპანტები წამების ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ მეთოდს მიმართავენ, განსაკუთრებით ტატუს მქონე კაცებთან მიმართებით.

“ტატუები მათ ნაციონალისტურ სიმბოლოებად ეჩვენებათ, ქვას აძლევენ ბიჭს და ეუბნებიან: წაშალეო. ის ამ ტატუებს კანიდან აშორებს და რუსები იცინიან. ეს ხდება მარიუპოლში, 21-ე საუკუნეში”, – ამბობს ბოიჩენკო.

banner
წინა სტატიაშიჯაფარიძე – ირაკლი ქადაგიშვილმა და გია ვოლსკიმ თქვეს მორიგი უსინდისო ტყუილი და შესანიშნავად იციან, რომ რასაც ამბობენ, ეს არის ტყუილი
შემდეგი სტატიაზელენსკი ომის დაწყებაზე – პირველი დღეები ყველასთვის მძიმე იყო, მგონი ყველანი მეტ-ნაკლებად ერთნაირ მდგომარეობაში ვიყავით