ზელენსკი ომის დაწყებაზე – პირველი დღეები ყველასთვის მძიმე იყო, მგონი ყველანი მეტ-ნაკლებად ერთნაირ მდგომარეობაში ვიყავით

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი Time-თან მიცემულ ინტერვიუში უკრაინაში, რუსეთის შეჭრის დაწყების ღამეს იხსენებს.„რაღაცები ფრაგმენტულად მახსოვს. პირველი დღეები ყველასთვის მძიმე იყო, მგონი ყველანი მეტ-ნაკლებად ერთნაირ მდგომარეობაში ვიყავით. უკრაინაში ყველას სხვადასხვა პასუხისმგებლობა აქვს, შენი პასუხისმგებლობა კი ზეწოლას ახდენს შენს პრიორიტეტებზე, ფოკუსირებაზე და სხვა ყველაფერს გვერდზე წევს. შენ აცნობიერებ, რომ ეს ომია, შენ სიმბოლო ხარ, შენ უნდა მოიქცე ისე, როგორც სახელმწიფოს მეთაური. ასე რომ რა თქმა უნდა, მახსოვს მომენტები იმ ღამიდან, აფეთქებები, ჩემი ბავშვები, ჩვენ ისინი გავაღვიძეთ, აფეთქებები ხმამაღალი იყო. ოფისში მივედი, თითქმის ყველა შევიკრიბეთ და ძალიან სწრაფად მოქმედება დავიწყეთ”, – განაცხადა ზელენსკიმ.

კითხვაზე, იმყოფებოდა თუ არა მასთან ერთად იმ მომენტში მისი ოჯახი, უკრაინის პრეზიდენტმა უპასუხა: ,,დიახ. ყველას გვყავს ოჯახი და მოგვიწია სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება”.

„დიახ, ყველას გვყავს ოჯახი, ჩვენ ადამიანები ვართ და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება მოგვიწია. ამ მომენტისთვის ვფიქრობ, გადაწყვეტილებები, რომლებიც მივიღეთ ზოგი განზრახ, ზოგიც შემთხვევით, სწორი იყო”, – განაცხადა ზელენსკიმ.

banner
წინა სტატიაშიბოიჩენკოს თქმით, რუსებმა უკრაინელების საწამებლად ფილტრაციის ბანაკები შექმნეს
შემდეგი სტატიაჯენ ფსაკი – თეთრმა სახლმა ინდონეზიას პირადად გადასცა, რომ რუსეთი მიმდინარე წლის „დიდი ოცეულის“ სამიტზე არ უნდა დაუშვან