ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსის ორი ახალი დადასტურებული შემთხვევა გვაქვს, ერთი შიდა გადაცემას უკავშირდება, მეორე კი, გერმანიის კლასტერს

ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსი კიდევ ორ პაციენტს დაუდგინდა. კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თქმით, ერთ შიდა გადაცემას უკავშირდება, ერთ კი, გერმანიის კლასტერს.

ბოჭორიშვილის კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში მკურნალობს 14 პაციენტი, კორონავირუსი შვიდს აქვს დადასტურებული.

„გუშინდელი კვლევიდან ორს დაუდასტურდა კორონავირუსი. ორივე პაციენტი დღეს ჩაერთება კვლევაში. მათი მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის. ძველ პაციენტებში შეინიშნება გამოჯანმრთელების ტენდენცია. ამ დღეებში მოხდება გადამოწმება ლაბორატორიული მონაცემების. ორი ახალი პაციენტიდან ერთი პაციენტი არის შიდა გავრცელება, მეორე პაციენტი არის გერმანიის კლასტერი, რომელთანაც გამოხატული იყო პნევმონია და ლაბორატორიულად გამოვლინდა კორონავირუსის დიაგნოზი“, – განაცხადა სოლოღაშვილმა.

banner
წინა სტატიაში„თბილისის მიკროავტობუსმა“ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც მუშაობას აგრძელებენ და პერსონალის გადაყვანა სჭირდებათ, მომსახურების საერთო ტარიფი განსაზღვრა
შემდეგი სტატიაგაგრაში მედპერსონალმა პაციენტები მიატოვა და საავადმყოფოდან გაიქცა