Bloomberg – ისრაელში ვაქცინის ორივე დოზა მოსახლეობის 55.2%-მა მიიღო, ჩილეში 29.2%-მა, აშშ-ში კი 26.4% აიცრა

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოს 150-ზე მეტ ქვეყანაში მიმდინარეობს და ამ დროისთვის გლობალურად ვაქცინების 944 მილიონზე მეტი დოზაა გამოყენებული, რაც პლანეტის მოსახლეობის 6.2%-ის ვაქცინაციისთვისაა საკმარისი, – შესაბამის მონაცემებს გამოცემა Bloomberg-ი ავრცელებს.

პლატფორმის მიხედვით, მსოფლიოში ვაქცინაცია ყოველდღიურად, საშუალოდ, 15.9 მილიონ ადამიანს უტარდება. აშშ-ში ვაქცინის 215 მილიონი დოზა გამოიყენეს. ქვეყანაში საშუალოდ დღეში 3 მილიონი ადამიანი იცრება. მოსახლეობის 75%-ის 2 დოზით ვაქცინაციასა და კოლექტიური იმუნიტეტის მიღწევას დაახლოებით 3 თვე დასჭირდება. მე-2 ადგილზე ჩინეთია, სადაც ვაქიცნების 198 მილიონი დოზა გამოიყენეს, მესამეზე კი ინდოეთია 132 მილიონი ვაქცინირებულით.

Bloomberg-ის ინფორმაციით, ისრაელში ვაქცინაცია ყველაზე სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, სადაც მოსახლეობის 55.2% ვაქცინის ორივე დოზით აიცრა. მას ჩილე მოჰყვება, სადაც ვაქცინის ორივე დოზა მოქალაქეთა 29.2%-მა მიიღო. მე-3 ადგილს აშშ იკავებს 26.4%-ით.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიევროკომისია “ასტრა-ზენეკას” კონტრაქტის შეუსრულებლობის გამო უჩივლებს
შემდეგი სტატიაგიორგი ხვედელიანი: ჩვენთვის წარმოდგენილი დოკუმენტი სრულიად მიუღებელია, დამნაშავებს არ უნდა ეხებოდეს ამნისტის კანონი