გიორგი ხვედელიანი: ჩვენთვის წარმოდგენილი დოკუმენტი სრულიად მიუღებელია, დამნაშავებს არ უნდა ეხებოდეს ამნისტის კანონი

„ჩვენ ვართ მოტივირებულები, რომ შეთანხმება შედგეს. საუბარი არის იმაზე, რომ პროცესი, რომელიც მიმდინარეობს ამნისტიის შესახებ, ჩვენთვის მიუღებელია. ნიკა მელია არის უდანაშაულო, მას არ ეკუთვნის გირაოს გადახდა, რომელიც დააკისრა სასამართლომ. არც პოლიტიკურად და არც ადამიანურად, მას არ უნდა იმ ადამიანებთან ერთად ერთი საერთო ამნისტიის კანონით იყოს გარეთ, რომლებიც ესვრიან და თვალს თხრიან მაკო გომურს, რადგან ერთი ადამიანი – ნიკა მელია არის უდანაშაულო და დანარჩენები არიან დამნაშავეები, რომლებიც უნდა დაისაჯონ იმ დანაშაულისთვის, რაც ჩაიდინეს. ჩვენთვის წარმოდგენილი დოკუმენტი სრულიად მიუღებელია, დამნაშავებს არ უნდა ეხებოდეს ამნისტის კანონი. ნიკა მელიას და კობა ლეთოდიანისა და მაკო გომურისთვის თვალის ამომთხრელ დამნაშავეს ერთი და იმავე კონტექსტში არ უნდა ეხებოდეს ამნისტიის კანონი“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ხვედელიანმა.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიBloomberg – ისრაელში ვაქცინის ორივე დოზა მოსახლეობის 55.2%-მა მიიღო, ჩილეში 29.2%-მა, აშშ-ში კი 26.4% აიცრა
შემდეგი სტატიაპოლონეთში ნაოჭების საწინააღმდეგო პრეპარატს ასაღებდნენ როგორც “ფაიზერის” ვაქცინას