ბიტკოინის შემქმნელმა სატოში ნაკამოტომ ტექსტი გამოაქვეყნა

ინტერნეტში გამოჩნდა წიგნის ფრაგმენტი, რომელის ავტორიც ამბობს, რომ ის ბიტკოინის შემქმნელი სატოში ნაკამოტოა. ნაკამოტო ტრეიდერებსა და მაინერებს შორის მისტიური ფიგურაა. არავინ იცის ის ვინ არის. ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ისინი არიან სატოში ნაკამოტო, ყოველ წელს ჩნდებიან.

20 გვერდიანი ფრაგმენტი nakamotofamilyfoundation.org-ზე გამოჩნდა, რომელიც 6 ივნისს ამაზონის ჰოსტინგზეა დარეგისტრირებული. ფრაგმენტის ანონიმი ავტორი ირწმუნება, რომ ის ნაკამოტოა და აანონსებს ორ წიგნს, რომელიც მის ბიოგრაფიას და ბიტკოინის შექმნაზე იქნება.
სერიის სახელი დაშიფრულია მარტივი კრიპტოგრამით იმავე საიტზე, სადაც ფრაგმენტია გამოქვეყნებული.
ფრაგმენტში ავტორი წერს, რომ სატოში ნაკამოტო მისი ნამდვილი სახელი და გვარი არ არის. მან ეს ფსევდონიმი აარჩია იმიტომ, რომ ის ისე ჟღერს, როგორც ტიპიური იაპონური სახელი, მაგალითად, ისე, როგორც ინგლისში ჯონ სმიტია, ან საქართველოში გიორგი მაისურაძე. კრიპტოგრამიდან ჩანს, რომ წიგნის სერიის სახელია Honne and tatamae, ეს ორი იაპონური სახელია, რომელიც აღნიშნავს ადამიანის ჩანაფიქრსა და მის გამოხატულებას შორის კონტრასტს. მიღებულია, რომ ამ ტერმინით აღნიშნავენ იაპონელების კომუნიკაციის სტილს.

20 გვერდიან ფრაგმენტს სახელად Duality (ორმაგობა) ეპიგრაფი უძღვის: “კანცლერი მზად არის ბანკებს მეორედ მისცეს სახელმწიფო სუბსიდიები”. წიგნი კომერციული იქნება თუ უფასოდ გავრცელდება, უცნობია.

აღსანიშნავის ის, რომ მას შემდეგ, რაც ბიტკოინი გამოჩნდა, უკვე რამდენიმე ადამიანი ირწმუნებოდა, რომ ის არის სატოში ნაკამოტო. მედიაში ამის უფრო მეტი ვერსია არსებობს. ჟურნალი Wired წერს, რომ ბიტკოინი ავსტრალიელმა კრიპტოგრაფმა და პროგრამისტმა კრეიგ რაიტმა შექმნა. 2014 წელს ჟურნალმა Newsweek-მა ბიტკოინის შემქმნელად ამერიკელი დორიან ნაკამოტო დაასახელა. კიდევ ერთ-ერთი ვერსიით, ნაკამოტო კომპანია Tesla-სა და SpaceX -ის ხელმძღვანელი ელონ მასკია. არის სხვა ბევრი თეორია.
Bitcoin Foundation-ის პროგრამისტი და მეცნიერ-თანამშრომელი ჰევინ ანდერსონი ერთადერთი ადამიანი, ვინც რეალურ ნაკამოტოს ეკონტაქტა, აღნიშნულ ფაქტზე კომენტარს არ აკეტებს – “ბიბისი” წერს.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ს პრეზიდენტს ლონდონში “ბეიბი-ტრამპით” დახვდებიან
შემდეგი სტატიაDW: რატომ არ სურთ საქართველოს ნატოში მიღება