აშშ-ს პრეზიდენტს ლონდონში “ბეიბი-ტრამპით” დახვდებიან

ლონდონის მერმა სადიკ ხანმა უფლება დართო ლონდონის ცერტრში “ჩვილი-ტრამპი” გაბერონ აშშ-ს პრეზიდენტის ლონდონში სტუმრობის მეორე დღეს. ტრამპის ვიზიტისას, ასევე, ელოდებიან საპროტესტო გამოსვლებს ყველა იმ ადგილებში, სადაც ტრამპი შეჩერდება.
ექვსმეტრიანი საჰაერო ბუშტი Trump Baby შემოწირულობებით შეგროვებული თანხით დამზადდა. ინტერნეტში 17,5 ათასი ფუნტი შეაგროვეს ბუშტის შესაქმნელად, რომელსაც თან ახლდა პეტიცია, რომ მისი ჰაერში გაშვების უფლება მიეცათ. პეტიციას ხელი ათი ათასზე მეტმა ადამიანმა მოაწერა.
Trump Baby 13 ივლისს, 9:30 წუთზე აფრინდება პარლამენტის გვერდით. უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით, ის დამაგრებული იქნება და 30 მეტრზე მაღლა არ ავა.

იდეის ავტორის ლეო მიურეის აზრით, ჩანაფიქრის იდეაა ტრამპის ფსიქიკაზე თამაში. “ის ძალიან დაკომპლექსებული ადამიანია და ეს ერთადერთია, რისი გამოყენებაც შეგვიძლია. თუკი გვსურს რომ ყურადღება მოგვაქციოს, ის უნდა დაამცირო” – მიურეი ამბობს, რომელიც ანტიფაშისტურ არტ-ჯგუფს წარმოადგენს.
13 ივლისს, ტრამპის ბრიტანეთში ვიზიტის დროს ბევრი ორგანიზაცია აპირებს საპროტესტო აქციის ჩატარებას, მათ შორის ლონდონში, გლაზგოსა და ედინბურგში – “ბიბისი” ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკა ჰონკონგში გამოფენაში მონაწილეობდა
შემდეგი სტატიაბიტკოინის შემქმნელმა სატოში ნაკამოტომ ტექსტი გამოაქვეყნა