ბინ ლადენის ლიკვიდაციის ოპერაციის ადმირალმა ტრამპის კრიტიკას უპასუხა

აშშ-ს პრეზიდენტმა ადმირალს, რომელიც ბინ ლადენის ლიკვიდაციის ოპერაციას ხელმძღვანელობდა, “ჰილარი კლინტონის ფანატი” უწოდა. ამერიკული მედია გადამდგარი ადმირალის უილიამ მაკრეივენის პასუხს ავრცელებს დონალდ ტრამპის კრიტიკაზე, რომელმაც გუშინ Fox News-ის ეთერში მას “ჰილარი კლინტონის ფანატი” და “ობამას მომხრე” უწოდა. წამყვანმა კრის უოლესმა მაკრეივენის სიტყვები მოიყვანა ტრამპთან დაკავშირებით, როცა ადმირალმა ტრამპის მედიასთან ურთიერთობა შეაფასა, როგორც “დემოკრატიის უდიდესი საფრთხე”. როგორც კი წამყვანმა ადმირალის გვარი ახსენა, ტრამპმა მას შეაწყვეტინა და უთხრა “ჰილარი კლინტონის მომხრე” და დაამატა, რომ ცუდი არ იქნებოდა, უსამა ბინ ლადენი “ბევრად ადრე რომ დაეჭირათ”.

უილიამ მაკრეივენმა ტრამპს CNN-ის ეთერში უპასუხა და თქვა: “მე მხარი არ დამიჭერია ჰილარი კლინტონისთვის ან სხვა ვინმესთვის. მე პრეზიდენტ ობამას და ჯორჯ ბუშ-უმცროსის პოლკოვნიკი ვარ და მე მათზე ვმუშაობდი”. “მე მომწონს პრეზიდენტები, რომლებიც ადმინისტრაციაში ღირსეულად მუშაობენ და რომლებიც ამ თანამდებობას იყენებენ იმისთვის, რომ რთულ პერიოდში ქვეყანა გააერთიანონ” – დაამატა გენერალმა და ხაზგასმით აღნიშნა: “მე ისევ ძველებურად ვთვლი, რომ მედიაზე თავდასხმა ეს ჩვენი დემოკრატიისათვის ყველაზე დიდი საფრთხეა იმათ შორის, რაც მე მახსოვს”.
უილიამ მაკრეივენი 2014 წელს გადადგა.

banner
წინა სტატიაშიCNN: თეთრი სახლი ისევ აპირებს აკოსტასთვის აკრედიტაციის შეჩერებას
შემდეგი სტატიასექს-სკანდალის შემდეგ ლიტერატურაში ნობელის პრემიის ახალი კომიტეტი დაინიშნა