CNN: თეთრი სახლი ისევ აპირებს აკოსტასთვის აკრედიტაციის შეჩერებას

ტელეარხის მიერ გავრცელებულ ინფორმაციით, თეთრი სახლის ადმინისტრაცია ჟურნალისტის ჯიმ აკოსტასთვის აკრედიტაციის ჩამორთმევას აპირებს, როგორც კი სასამართლო აკრძალვის ვადა ამოიწურება. რამდენიმე დღის წინ სასამართლომ “სიენენის” ჟურნალისტ ჯიმ აკოსტას თეთრი სახლის ადმინისტრაციაში აკრედიტაცია ნოემბრის ბოლომდე, ორი კვირით აღუდგინა. ასევე, სასამართლოს განცხადებით, ჟურნალისტისთვის აკრედიტაციის ჩამორთმევა არაკონსტიტუციურია. ტელეარხმა მოსამართლე ტიმოტი კელის აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საგანგებო სხდომის მოწვევა სთხოვა.

7 ნოემბერს თეთრმა სახლმა აკრედიტაცია შეუჩერა “სიენენის” მთავარ კორესპონდენტს ჯიმ აკოსტას. პრეს-კონფერენციის შემდეგ, სადაც მან ტრამპი გააღიზიანა თავისი შეკითხვებით, პრეზიდენტმა ჟურნალისტს თანამშრომლისადმი “ხელით შეხებაში” დასდო ბრალი. ტელეკომპანია “სიენენმა” განაცხადა, რომ მისი ჟურნალისტისადმი გამოთქმული პრეტენზია სიმართლეს არ შეესაბამება. თეთრ სახლში პრეს-კონფერენციის დროს სტაჟიორმა თანამშრომელმა ჟურნალისტისთვის მიკროფონის გამორთმევა დააპირა. ჟურნალისტმა მას მიკროფონი არ მისცა და ლაპარაკი განაგრძო. შემთხვევის შემდეგ დონალდ ტრამპის პრეს-მდივანმა სარა სანდერსმა ოფიციალურად განაცხადა, რომ კორესპონდენტს აკრედიტაცია შეუჩერდა და მას არ შეუძლია თეთრ სახლში მისვლა იმის გამო, რომ “ახალგაზრდა ქალს, რომელიც უბრალოდ საკუთარ საქმეს ასრულებდა, ხელით შეეხო”.
პრეს-კონფერენციის ვიდეოჩანაწერში ჩანს, აკოსტამ ხელი აუქნია ქალს, რომელიც მას ლაპარაკში ხელს უშლიდა.

დონალდ ტრამპმა ჟურნალისტს “უხეში, საშინელი ადამიანი” უწოდა. გარდა ამისა, პრესკონფერენციაზე აშშ-ს პრეზიდენტმა “სიენენს” “ხალხის მტერი” უწოდა.
ტელეარხმა თეთრ სახლს სასამართლოში უჩივლა.

banner
წინა სტატიაშირუსეთმა “თურქული ნაკადის” ზღვის ნაწილის მშენებლობა დაასრულა
შემდეგი სტატიაბინ ლადენის ლიკვიდაციის ოპერაციის ადმირალმა ტრამპის კრიტიკას უპასუხა