სექს-სკანდალის შემდეგ ლიტერატურაში ნობელის პრემიის ახალი კომიტეტი დაინიშნა

შვედეთის აკადემიამ ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის კომიტეტის ახალი შემადგენლობა დაასახელა – ორშაბათს, 19 ნოემბერს Gulf Times-მა გაავრცელა. ახალ კომიტეტში შვედეთის აკადემიის ხუთი წევრი შევიდა, ასევე, ხუთი წევრი, რომლებიც აკადემიაში არ ირიცხებიან. ყველა მათგანი შვედია. არჩეული კომიტეტი მომდევნო ორი წლის მანძილზე იმუშავებს და სამ პროზს გასცემს 2019, 2020 და 2018 წლისას, როცა პრემია არ გაცემულა.
კომიტეტის წევრები არიან ავტორი და მთარგმენლი გუტ-ბრიტ სუნდსტრომი, გამომცემელი ჰენრიკ პეტერსენი, ლიტერატურული კრიტიკოსები მიქაელა ბლომკვისტი, რებეკა კარდე და კრისტოფერ ლენდოერი, ასევე, შვედეთის აკადემიის წევრები ანდერს ულსონი, ჰორას ენგდალი, კრისტინა ლუგნი, იესპერ სვენბუ და პერ ვესტბერგი – ეს უკანასკნელი კომიტეტის თავმჯდომარეა.

2018 წელს ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის გაცემა შვედეთის აკადემიის წევრის მეუღლის სექს-სკანდალში გახვევის გამო გადაიტანეს. მამაკაცი თავის მდგომარეობას იყენებდა იმისათვის, რომ ქალებთან სექსუალური ურთიერთობა დაემყარებინა. მას 2018 წლის ოქტომბერში გაუპატიურების გამო ორი წლით აღუკვეთეს თავისუფლება.

banner
წინა სტატიაშიბინ ლადენის ლიკვიდაციის ოპერაციის ადმირალმა ტრამპის კრიტიკას უპასუხა
შემდეგი სტატიაკიევის ოლქში სიცივისგან ექვსი ადამიანი გარდაიცვალა