“ბიძინა ივანიშვილი ქველმოქმედების გამო, ოპონენტებისგან ლანძღვა-გინებას იღებს”-სოფო კილაძე

პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ჩვენი დროის უდიდესი მეცენატი და ის ადამიანია, რომელიც საკუთარ ფულს ქვეყანასა და მის განვითარებას ახარჯებს – ასე გამოეხმაურა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძე ბიძინა ივანიშვილის შეთავაზებას.

მისი განმარტებით , სამწუხაროდ, ბიძინა ივანიშვილი ქველმოქმედების გამო, ოპონენტებისგან ლანძღვა-გინებას იღებს.

„ამ ყველაფერს მხოლოდ პოლიტიკური და ორგანიზებული ხასიათი აქვს, რაც მიზანმიმართულად კეთდება. ოპონენტების მიზანია, ბიძინა ივანიშვილს ლაფი შეესხას და მისი დიდი საქმეები დაკნინდეს. როცა „ნაციონალური მოძრაობის” სხვადასხვა განშტოებები ხედავენ, რომ ბიძინა ივანიშვილის მხრიდან დიდი საქმეები უანგაროდ კეთდება, მათ სამიზნეში სწორედ ის ამოიღეს, რადგან იციან, დემოკრატიის განვითარებისთვის ეს პიროვნება უდიდეს როლს თამაშობს და ხალხის დიდ მხარდაჭერას იმსახურებს. ხალხის მხარდაჭერა დაკავშირებულია ბიძინა ივანიშვილთან და არა „ნაციონალურ მოძრაობასთან”. ცდილობენ, ბიძინა ივანიშვილის ნდობა დაასუსტონ, რათა არჩევნებში ხელისუფლებაში მოვიდნენ, თუმცა დარწმუნებული ვარ, საზოგადოება ამ ყველაფერს აანალიზებს”, – განაცხადა კილაძემ.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტის ადმინისტრაციაში იუსტიციის საბჭოში ანა დოლიძისთვის უფლებამოსილების შეჩერების მოთხოვნა შესულია
შემდეგი სტატია“ქართული ოცნების” დეპუტატის შვილმა ახალგაზრდა “ბიტებითა” და “კასტეტით” სცემა