პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იუსტიციის საბჭოში ანა დოლიძისთვის უფლებამოსილების შეჩერების მოთხოვნა შესულია

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოთხოვნა, საბჭოში ანა დოლიძისთვის უფლებამოსილების შეჩერებასთან დაკავშირებით, ოფიციალური წერილის სახით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შესულია, – აღნიშნულ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ადასტურებენ.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილის პოზიცია, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძისთვის უფლებამოსილების საკითხთან დაკავშირებით, მოგვიანებით გახდება ცნობილი.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოს 11 წევრი ანა დოლიძისთვის საბჭოში უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს. აღნიშნული მოთხოვნის საფუძვლად ისინი ანა დოლიძის პოლიტიკურ საქმიანობას ასახელებენ. მათი განმარტებით, პოლიტიკური საქმიანობა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის სტატუსთან შეუთავსებელია.

ანა დოლიძე პრეზიდენტის კვოტით საბჭოს წევრი 2018 წლის 8 იანვარს გახდა.

banner
წინა სტატიაში“უნდა იარსებოს მესამე – ძლიერმა ბანკმა”-ბიძინა ივანიშვილი “ქართუ” ბანკზე საუბრობს
შემდეგი სტატია“ბიძინა ივანიშვილი ქველმოქმედების გამო, ოპონენტებისგან ლანძღვა-გინებას იღებს”-სოფო კილაძე