ბიძინა ივანიშვილი მამუკა ხაზარაძეზე – რაც უფრო მეტი ბიზნესმენი, რაც უფრო მეტი აქტიური ახალგაზრდა შემოვა პოლიტიკაში, უფრო კარგია

რაც უფრო მეტი ბიზნესმენი, რაც უფრო მეტი აქტიური ახალგაზრდა შემოვა პოლიტიკაში, უფრო კარგია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს „თიბისი“ ბანკის დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის მიერ საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

ივანიშვილი მამუკა ხაზარაძის პოლიტიკურ აქტიურობას მიესალმება.

„მივესალმები. რაც უფრო მეტი ბიზნესმენი, რაც უფრო მეტი აქტიური ახალგაზრდა შემოვა პოლიტიკაში, უფრო კარგია და მე ამას მივესალმები, რომ არჩევანი საზოგადოებას ჰქონდეს, რაც შეიძლება უფრო მეტი“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიარ გამოვრიცხავ, უმრავლესობითაც მოვიდეთ 2020 წელს და თუ არა, ენმ-ს გარდა, ვითანამშრომლებთ, ალბათ, ყველასთან – ივანიშვილი
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი – გიორგი გახარიას პასუხისმგებლობაზე კითხვები არ ისმის არსაიდან – არც ევროპაში, არც ელჩებთან, ვიცი ვაშინგტონის პოზიციაც