ბიძინა ივანიშვილი – გიორგი გახარიას პასუხისმგებლობაზე კითხვები არ ისმის არსაიდან – არც ევროპაში, არც ელჩებთან, ვიცი ვაშინგტონის პოზიციაც

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 17, 2019 12:55

ბიძინა ივანიშვილი – გიორგი გახარიას პასუხისმგებლობაზე კითხვები არ ისმის არსაიდან – არც ევროპაში, არც ელჩებთან, ვიცი ვაშინგტონის პოზიციაც

შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობაზე კითხვები არ არსებობს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ბათუმში, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, 20-21 ივნისის ღამეს ლეგიტიმურად იყო ძალა გამოყენებული დემონსტრანტების წინააღმდეგ.

„200 კაცს აღმოსავლეთში აგროვებენ და 200 დასავლეთში უყრიან თავს. ამით იმის თქმა მინდა, რომ ხალხი ბრძენია და ყველაფერს ამჩნევს. 21 ივნისიდან მოყოლებული ოპოზიცია, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი დამქაშები, „ევროპული საქართველო“ თუ პატარა პარტიები, მასთან ასოცირებულები, დაჟინებით ითხოვენ გახარიას გადადგომას. არც ვაშინგტონში და არც ევროპაში, სადაც ნახეს ეს კადრები, არსად კითხვა არ აღიძრა ძალის გამოყენების ლეგიტიმაციაზე. ლეგიტიმური ძალა იყო გამოყენებული და არავის კითხვა არ აქვს. ლეგიტიმაციაზე კითხვა რომ აღძრულიყო, ამ შემთხვევაში დადგებოდა შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი. არსაიდან ამის მსგავსი კითხვა არ ისმის – არც ევროპაში, არც ელჩებთან, ვიცი ვაშინგტონის პოზიციაც. შესაბამისად, შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობაზე კითხვა არ არსებობს“, – განაცხადა ივანიშვილმა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 17, 2019 12:55

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,030
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics