არ გამოვრიცხავ, უმრავლესობითაც მოვიდეთ 2020 წელს და თუ არა, ენმ-ს გარდა, ვითანამშრომლებთ, ალბათ, ყველასთან – ივანიშვილი

ქრონიკა+. ის არის მარჩიელის როლშიც - წინასწარ იტყვის იმას, რაც სურს ნაციონალურ მოძრაობას

“არ გამოვრიცხავ, რომ უმრავლესობითაც მოვიდეთ 2020 წელს და თუ არა, ამის ალბათობა არსებობს, “ნაციონალური მოძრაობის” გარდა, ვითანამშრომლებთ, ალბათ, ყველასთან,” – ეს განცხადება ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე წუთის წინ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. მისი თქმით, 2020 წლის არჩევნებისთვის არ არის გამორიცხული შეიქმნას კოალიციური ძალა, თუმცა მან ასევე აღნიშნა, რომ შესაძლებელია, “ქართული ოცნება” უმრავლესობითაც მოვიდეს ხელისუფლებაში.

“პროპორციული სისტემის დაშვება 2020 წლიდან უკვე გულისხმობს იმას, რომ ალბათობა, რომ ერთმა პარტიამ, მათ რიცხვში “ქართულმა ოცნებამ”, გადალახოს 50 პროცენტიანი ბარიერი, იქნება რთული, თუმცა ეს არის შესაძლებელი, მაგრამ არა აუცილებელი. ის, რომ მეტმა პარტიამ აიღოს პასუხისმგებლობა მართვაზე, საზოგადოების წინაშე, პროპორციული სისტემა ამას უკეთესად გაუკეთებს რეალიზებას,” – აღნიშნა ივანიშვილმა.

banner
წინა სტატიაში„ქალბატონი ნაზი და ანა, წყვილად რომ დადიან და ყველა საკითხში ერთად არიან, რატომ არ ამბობთ რომ კოლექტიური კლანია?“- მეთოფიშვილი
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი მამუკა ხაზარაძეზე – რაც უფრო მეტი ბიზნესმენი, რაც უფრო მეტი აქტიური ახალგაზრდა შემოვა პოლიტიკაში, უფრო კარგია