ბიძინა ივანიშვილი ილია II-ს შეხვდა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს შეხვდა.

ილია მეორისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრაზე ითქვა, რომ ბოლო დროის ხმაურიანი მოვლენები არა მხოლოდ ეკლესიის მიმართ შეტევაა, არამედ მიმართულია სახელმწიფოს წინააღმდეგ, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამი.

საპატრიარქოს ცნობით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილსა და მის მეუღლეს, ეკატერინა ხვედელიძეს მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად უმასპინძლა.

„ბ-ნი ბიძინა შეეხო ბოლო დროს მომხდარ ხმაურიან მოვლენებს, რაც ცნობილ უპასუხისმგებლო ბრალდებებს მოჰყვა და საზოგადოებაში დიდი შფოთი გამოიწვია. ითქვა ისიც, რომ მსგავსი ქმედებები არ არის მხოლოდ ეკლესიის მიმართ შეტევა, არამედ მიმართულია ზოგადად სახელმწიფოს წინააღმდეგ.

მისმა უწმინდესობამ, თავის მხრივ, ყურადღება გაამახვილა საქართველოს წინაშე მდგარ სხვა გამოწვევებზეც და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე.

ილია II-ის მიმართ მხარდაჭერა იმავე დილას საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გამოხატა.

banner
წინა სტატიაშიპეტრე ცაავა: გამოვდივარ ინიციატივით სინოდის სხდომა ჩატარდეს ღია ეთერში
შემდეგი სტატიაგურამიშვილის გამზირზე აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცი გარდაიცვალა