პეტრე ცაავა: გამოვდივარ ინიციატივით სინოდის სხდომა ჩატარდეს ღია ეთერში

პეტრე ცაავა გამოდის ინიციატივით, რომ მომდევნო სინოდის სხდომა ღია ეთერში ჩატარდეს, რათა თავიდან იქნას აცილებული გაუგებრობები და საზოგადოებას ჰქონდეს სრული ინფორმაცია როგორ წარიმართა შეკრება.
მისი თქმით, მსოფლიო საეკლესიო მმართველობის წესში ამგვარი პრეცენდენტი არსებობს.
“გამოვდივარ ინიციატივით, სინოდის სხდომა ჩატარდეს ღია ეთერში. არის ამის პრეცენდენტი, როცა კრეტის სინოდის სხდომა ჩატარდა ღია ეთერში. სანამ სინოდის სხდომა არ ჩატარდება ღია ეთერში და კამერები არ დაიდგმება, მანამდე ყოველთვის ეკლესიაში ჩაბუდებული ქვაბ-ავაზაკები ეცდებიან საზოგადოების მოტყუებას და ანტიმართლმადიდებლურ საქციელს. შესაბამისად, ეკლესიის დისკრედიტაცია არ შეწყდება მანამ სანამ არ მიიღება გადაწყვეტილება და სინოდის კრებები არ ჩატარდება ე.წ. ლაივში”,- განაცხადა პეტრე ცაავამ.
შეგახსენებთ, რომ 31 ოქტომბერს სინოდის სხდომაზე პეტრე ცაავა მღვდელმთავრობიდან გადააყენეს. მის მიმართ გაისმა ბრალდებაც, რომ ამ გადაწყვეტილებით უკმაყოფილო პეტრე ცაავა პატრიარქს დაუპირისპირდა.

banner
წინა სტატიაშიდედათა მონასტერში დედებმა პატრიარქის ფოტო ჩამოხსნეს(+ვიდეო)
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი ილია II-ს შეხვდა