გურამიშვილის გამზირზე აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცი გარდაიცვალა

თბილისში, გურამიშვლის გამზირზე, კორპუსის აფეთქების შედეგად დამწვარი 39 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. აფეთქების შემდეგ მას დამწვრობის ცენტრში მკურნალობდნენ.

შეგახსენებთ, გურამიშვილის 34 ნომერში, 16-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება სავარაუდოდ გაზის დაგროვებამ გამოიწვია, რასაც კორპუსის მეოთხე სართულზე ნგრევა მოჰყვა და მოპირდაპირედ მდგარ კორპუსში ფანჯრის მინები ჩაიმსხვრა. კორპუსიდან მოსახლეობა სრულად გაიყვანეს. დაშავრდა ოთხი ადამიანი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება და მნიშვნელოვანი ზიანი.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი ილია II-ს შეხვდა
შემდეგი სტატიასაპატრიარქოს სკანდალზე საზოგადოების რეაქცია არის ძალიან ნიშანდობლივი