ბერლინი თვლის, რომ კანადამ მარიხუანის წინაშე კაპიტულაცია გამოაცხადა 

ოფიციალური ბერლინი თვლის, რომ კანადაში მარიხუანის ლეგალიზაცია, რომლის შესახებ კანონიც 17 ოქტომბერს შევიდა ძალაში, შეცდომაა – ამის შესახებ ნარკოტიკური დამოკიდებულების პრობლემებზე გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა მარლენ მორტლერმა ისაუბრა  .
“დოჩიე ველეს” ინფორმაციით, კანადელებს უკვე შეუძლიათ იყიდონ, გაყიდონ და მოიხმარონ ნარკოტიკი.
18 ოქტომბერს მორტლერმა ბერლინში პრეს-კონფერენციაზე თავისი ყოველწლიური მოხსენება წარადგინა თემაზე “ნარკოტიკული და სხვა დამოკიდებულებები გერმანიაში”.
საუბარი იყო არა მხოლოდ არალეგალურ ნარკოტიკებზე, არამდე ასევე, თამბაქოზე, მედიკამენტების ბოროტად გამოყენებაზე, კომპიუტერისადმი და ინტერნეტ თამაშებისადმი ავადმყოფულ დამოკიდებულებებზე და აზარტული თამაშების პათოლოგიაზე.
კანადის გადაწყვეტილებაში მარიხუანის ლეგალიზაციის შესახებ, მორტლერი კარგს ვერაფერს ხედავს.
“კანაფის მოხმარების რისკი ისევ ისე სერიოზულად არ აღიქმება. ამიტომ, კანადის გადაწყვეტილება კაპიტულაცია მგონია” – განაცხადა მორტლერმა.
მას არ აკვირვებს, ის, რომ კანადური ავიაკომპანიები, პოლიცია, არმია განუწყვეტლივ მოუწოდებს საკუთარ თანამშრომლებს თავი შეიკავონ მარიხუანასგან ამა თუ იმ სახით.
“ეს სერიოზულ ზიანს გამოიწვევს, როგორც თავად პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის მხრივ, ასევე გარშემო მყოფთათვის”. იმ ფონზე, როცა განვითარებულ ქვეყნებში ყურადღება ექცევა ცხოვრების ჯანსაღ წესს, ჯანსაღ კვებას, კანადის გადაწყვეტილებას გერმანია აფასებს როგორც “ნაბიჯს არასწორი მიმართულებით”.
ამავე დროს, თვითონ გერმანიაში არალეგალური ნარკოტიკული საშუალებებიდან ყველაზე გავრცელებული მარიხუანაა. იზრდება არა მხოლოდ მისი მოხმარება, არამედ, უშუალოდ ნარკოტიკული ნივთიერება მარიხუანაში. ასევე, კანაფია ლიდერი ამოღებულ ნარკოტიკებს შორისაც.
გასულ წელს კონფისკაცია ჩაუტარდა 9 ტონაზე მეტ მარიხუანას, მეორე ადგილზეა კოკაინი – 8 ტონაზე მეტი, ჰეროინი – 298 კილო, ოპიუმი – 550, მეტამფეტამინი – 114, ამფეტამინი – 1669 კილო, ექსტაზი – 700 ათასი აბი და LSD 40 ათასი დოზა.
ზედოზირების და სხვა მიზეზების გამო, რომელსაც ნარკოტიკების მოხმარებას იწვევს, 2017 წელს გერმანიაში 1272 ადამიანი გარდაიცვალა, ეს ოდნავ ნაკლებია, ვიდრე 2016 წელს – 1333 ადამიანი. მაგრამ ლეგალური ნარკოტიკებიდან, კერძოდ კი თამბაქოსგან, ყოველ წელს გერმანიაში ორჯერ მეტი ადამიანი იხოცება.
“ჩვენთვის ძველებურად ყველაზე დიდი გამოწვევა ლეგალური ნარკოტიკებია – ალკოჰოლი და თამბაქო” – განაცხადა მარლენ მორტლერმა. მისივე მონაცემებით, გასულ წელს მოწევისგან 120 ათასი ადამიანი გარდაიცვალა, სპირტის ბოროტად გამოყენებისგან – 21 ათასი
banner
წინა სტატიაშიპუტინი: “ჩვენ სამოთხეში მოვხვდებით როგორც წამებულები, ისინი კი ჩაძაღლდებიან”
შემდეგი სტატიაავღანეთის კანდაგარში პოლიციის უფროსი მოკლეს